სახელმწიფო საგარეო ვალი $10.8 მილიარდი, კერძო სექტორის საგარეო ვალი კი $14.4 მილიარდია

სახელმწიფო საგარეო ვალი $10.8 მილიარდი, კერძო სექტორის საგარეო ვალი კი $14.4 მილიარდია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო და კერძო სექტორების ჯამური საგარეო ვალი 25.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა წინა კვარტალთან შედარებით 495 მილიონი დოლარით ნაკლებია. ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, ვალის შემცირების მთავარი ფაქტორი კურსთაშორისი სხვაობა იყო.

რაც შეეხება ვალის კომპონენტებს, 10.8 მილიარდი დოლარი არის სახელმწიფო ვალი, ხოლო 14.4 მილიარდი დოლარი კი კერძო სექტორის საგარეო ვალია.

“საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 25.2 მლრდ აშშ დოლარი (70.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის მშპ-ს 74.5%-ია. 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 494.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 217.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო ვალი ასევე გაიზარდა 14.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად, 708.7 მლნ. აშშ დოლარით და 18.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (30.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.1%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.4 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 811.6 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.4%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 439.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6%).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი (23.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.0 მლრდ აშშ დოლარი (14.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.8%) და კომპანიათა შორის ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 7.9%). მთლიანი საგარეო ვალის 88.6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

შესაბამისად, ჯამურად, კერძო და სახელმწიფო სექტორების საგარეო ვალი 25.2 მილიარდი დოლარია.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…